რეგიონალური ლიგა: ლიახვი 0:18 ვიტ ჯორჯია II

26 ნოემბერი 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონალური ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა გასვლით შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ცხინვალის ლიახვი დიდი ანგარიშით - 18:0 დაამარცხეს.

მოწინააღმდეგის კარში ხუთი გოლი ირაკლი კამლაძემ გაიტანა. ჰეთთრიქი შეასრულა ბექა კაკუშაძემ. დუბლით გამოირჩნენ ლევან მეტრეველი, ზვიად ნაჭყებია, ჯაბა ლეშკაშელი და ვაჟა კვაშილავა. თითო გატანილი გოლი კი აქტივში ნოდარ კიკნაველიძემ და გიორგი შეროზიამ მიითვალეს.
 
ლიახვი 0:18 ვიტ ჯორჯია II
გოლები:
0:1 მეტრეველი (3’) 0:2 ლეშკაშელი (6’) 0:3 კაკუშაძე (26’) 0:4 კამლაძე (32’) 0:5 კაკუშაძე (37’) 0:6 ლეშკაშელი (43’) 0:7 კამლაძე (45’) 0:8 კაკუშაძე (54’) 0:9 ნაჭყებია (56’) 0:10 კიკნაველიძე (64’) 0:11 ნაჭყებია (67’) 0:12 კამლაძე (69’) 0:13 კამლაძე (74’) 0:14 მეტრეველი (77’) 0:15 კვაშილავა (81’) 0:16 კამლაძე (87’) 0:17 კვაშილავა (89’) 0:18 შეროზია (90’)
 
ლიახვი: თაბორიძე, ადეიშვილი, ტერმაკოზაშვილი, ზეინკლიშვილი, დვალიშვილი, ჩხიკვაძე, ხაჩიძე, ბუზარიაშვილი, ბუზიაშვილი, დოლიძე, რომელაშვილი
 
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, კამლაძე, სეხნიაშვილი, ქისიევი, კიკნაველიძე (შეროზია 67’), მეტრეველი, ნაჭყებია, ვაზაგაშვილი, როსტიაშვილი, კაკუშაძე (კვაშილავა 58’), ლეშკაშელი (გვასალია 46’)
უკან დაბრუნება