ვიტ ჯორჯია 2:0 შევარდენი [ფოტო+ვიდეო]

28 ნოემბერი 2018
ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ლიგა ორის მორიგი ტურის შეხვედრა მცხეთა პარკზე გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა საფეხბურთო კლუბ შევარდენს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს.

პირველი ნახევარი ვიტ ჯორჯიელთა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიში არ გახსნილა. მეორე ტაიმში კი ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს, რაც ანგარიშშიც აისახა. მატჩის 77-ე წუთზე ზურაბ მუსელიანის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან გოლი ალეკო ჩაკვეტაძემ გაიტანა - 1:0. საფინალო რეზულტატი კი 90-ე წუთზე დაფიქსირდა, ზურაბ ღირდალაძის გადაცემის შემდეგ სტუმართა კარი ზურაბ მუსელიანმა დალაშქრა - 2:0.
 
ვიტ ჯორჯია 2:0 შევარდენი
გოლები:
1:0 ჩაკვეტაძე (77’) 2:0 მუსელიანი (90’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური (კურმაშვილი 82'), ვეკუა (მაისურაძე 46'), მუსელიანი, ვასაძე, კვარაცხელია (ღირდალაძე 67'), ჩიტიშვილი, საჯაია, დავლაშელიძე
 
შევარდენი: ნადირაძე, ნარიმანიძე, ვალეევი, ქანთარია (ხარძიანი 79'), პაიმი (სალუქვაძე 82'), ლომაშვილი, ნანობაშვილი, ენუქიძე, ჯიშკარიანი, ჯიქია (გოგია 73'), გოგატიშვილი
 
გაფრთხილება: ღუდუშაური, მაისურაძე, შეროზია - ნარიმანიძე
 
უკან დაბრუნება