სამგურალი 1:0 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

03 დეკემბერი 2018
ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ლიგა ორის მორიგი ტურის შეხვედრა სტუმრად გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდნენ. თამაში ჩვენი გუნდის მარცხით - 0:1 დასრულდა.
 
თამაშის მეორე წუთზე ჩვენი გუნდის კიპერმა, ნიკა ქავთარაძემ, დამაჯერებლად ითამაშა გამოსვლაზე, რომელმაც თავის მხრივ გაბრიელ საღრიშვილის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია. მატჩის მერვე წუთზე მასპინძელთა კარის მისამართით ზურაბ მუსელიანმა ეფექტური  დარტყმით სცადა ბურთის გაგზავნა, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და საბოლოოდ ბურთს სამგურალის კიპერი დაუეფლა. შეხვედრის მეთრვამეტე წუთზე ვეტერინარებმა სახიფათო საჯარიმო დარტყმის შესურულების უფლება მოიპოვეს, სტანდარტიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა, დამასრულებელ ფაზაში სამგურალის კარის მისამართით გიორგი კურმაშვილმა დაარტყა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ნოდარ კიკნაველიძემ კიდევ ერთი სტანდარტი შეასრულა, ბურთი გიორგი ვასაძეს მიუვიდა, რომელმაც საშუალო დისტანციიდან მცირედით ააცილა მეტოქის კარს. დაპირისპირების 32-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძემ დაარტყა მასპინძელთა კარის მიმართულებით და ააცილა. პირველი ნახევრის მიწურულს, 40-ე წუთზე, ჩვენი კარის მისამართით გაგა ჩხეტიანმა საკმაოდ არაზუსტად დაარტყა.
 
შეხვედრის 54-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მორიგი სტანდარტი შეასრულეს, ნოდარ კიკნაველიძის მიერ სჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მცველებმა მოიგერიეს, თუმცა არც თუ ისე ხეირიანად, საბოლოოდ ბურთი გიორგი კურმაშვილს მიუვიდა, რომლის მიერ დარტყმული ბურთიც წყალტუბოელთა კიპერმა ხელებში დააფიქსირა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ნიკა ქავთარაძემ მორიგი სეივი შემოგვთავაზა, მან გაბრიელ საღრიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ადგილზე გააქვავა. თამაშის 63-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის გადაცემის შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ შესძლო გიორგი ვასაძემ, რომელმაც კარს საკმაო მანძილით ააცილა. მატჩის 75-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ საჯარიმო დარტყმით სცადა სამგურალის კარის აღება, თუმცა ბურთი მასპინძელთა კიპერმა მოიგერია. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე გავიდა, წყალტუბოელთა კონტრშეტევას ლაშა ჩიხლაძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა - 0:1.
 
სამგურალი 1:0 ვიტ ჯორჯია
გოლი: ჩიხლაძე (88')
 
სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე, ბოტაკა-იობომა, ბიბილაშვილი, გოგიჩაიშვილი (გოგუაძე 46'), ჩხეტიანი (ჩიხლაძე 88'), ბრეგვაძე, ბანძელაძე, ახვლედიანი (ლაღაძე 46'), შალამბერიძე, საღრიშვილი
 
ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, კამლაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ღირდალაძე, ვეკუა (საჯაია 72'), მუსელიანი (კაკუშაძე 80'), კიკნაველიძე, ვასაძე, დავლაშელიძე, კურმაშვილი (მოსიაშვილი 57')
 
გაფრთხილება: შალამბერიძე, კაკუშაძე, ბანძელაძე, ბოტაკა-იობომა, ჩიხლაძე - ჩაკვეტაძე, ღირდალაძე, გეთიაშვილი
 
გაძევება: ჩიხლაძე
 


 
უკან დაბრუნება