ვიტ ჯორჯია 2:0 ნორჩი დინამო [ფოტო+ვიდეო]

07 დეკემბერი 2018
ეროვნული ლიგა ორის 2018 წლის გათამაშების უკანასკნელი ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე ნორჩ დინამოს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს.

ვიტ ჯორჯიელებმა შეხვედრის 29-ე წუთზე ანგარიში გახსნეს, ირაკლი კამლაძის გადაცემის შემდეგად მეტოქის მეკარესთან პირისპირ გასულმა პაატა ღუდუშაურმა ზუსტად დაარტყა და გაიტანა - 1:0. საფინალო რეზულტატი კი მატჩის 85-ე წუთზე დაფიქსირდა, ნოდარ კიკნაველიძის მიერ წამოწყებული კონტრშეტევა დათო საჯაიას მიერ გატანილი გოლით დასრულდა, რომელსაც თავის მხრივ ასისტენტობა ბექა კაკუშაძემ გაუწია - 2:0.

ვიტ ჯორჯიელებმა 36 ტურში მოპოვებული 65 ქულით ცხრილში მეორე საფეხური დაიკავეს. ვეტერინარები ფლეი-ოფში სამტრედიას დაუპირისპირდებიან. ორ რაუნდიანი დაპირისპირდების პირველი შეხვედრა ქუთაისში 12 დეკემბერს გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 15 დეკემბერს მცხეთა პარკზე შედგება.
 
ვიტ ჯორჯია 2:0 ნორჩი დინამო
გოლები: 1:0 ღუდუშაური (29’) 2:0 საჯაია (85’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე, მოსიაშვილი (სეხნიაშვილი 46'), ღუდუშაური (კაკუშაძე 72'), ვაზაგაშვილი, ვეკუა, ზარიძე, კიკნაველიძე, ჩიტიშვილი, მაისურაძე (დავლაშელიძე 60'), საჯაია
 
ნორჩი დინამო: შეყრილაძე, თოდუა, ბოლქვაძე, დეისაძე, გოგობერიშვილი (დადიანიძე 70'), ქარქუზაშვილი, კაშია (კაკაშვილი 35'), ჟვანია, მიქელაძე, კახელიშვილი (მაცაბერიძე 70'), შენგელიძე
 
გაფრთხილება: კახელიშვილი, ქარქუზაშვილი
 
უკან დაბრუნება