ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდი ელიტ ლიგის გამარჯვებულია!

09 დეკემბერი 2018
ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდმა ელიტ ლიგის გათამაშების დასკვნითი ტურის შეხვედრა მცხეთა პარკზე გამართა. ზაზა დიდებაშვილის შეგირდებმა ავაზას უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს. მოწინააღმდეგის კარში გოლები გეგა ბექაურმა, დიმიტრი ლეკიშვილმა და ლუკა ბეროზაშვილმა გაიტანეს.


ვიტ ჯორჯია 3:0 ავაზა
გოლები:
ბექაური, ლეკიშვილი, ბეროზაშვილი


ვიტ ჯორჯია: გიორგაძე, მალაციძე, კიკნაძე, ცხვარიაშვილი, ბეროზაშვილი, მახათაძე, მირზაშვილი, გუზიტაშვილი, ბექაური, ვეშაპიძე, ლეკიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: მაისურაძე, კარანაძე, ტეფნაძე, ოსეფაშვილი, ცანკაშვილი, შენგელაია, ჯიხვაშვილი

ავაზა: ბადრიძე, არდოტელი, კევლიშვილი, კანდელაკი, არაბული, ანთელავა, სამხარაძე, ასლანიშვილი, მესხი, ბებერიშვილი, გოგოლი


ვიტ ჯორჯიელებმა 29 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 74 ქულას მოუყარეს თავი და 2018 წლის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს!

სეზონის განმავლობაში ჩვენმა ჭაბუკებმა მეტოქეთა კარი 123-ჯერ აიღეს, საპასუხოდ კი მხოლოდ 20 ბურთი მიიღეს.


 
უკან დაბრუნება