ვიტ ჯორჯია ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა!

15 დეკემბერი 2018
ეროვნული ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ მცხეთა პარკზე გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა სამტრედიას უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით - 4:0 დაამარცხეს.
 
ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა, გოლი მეხუთე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა პაატა ღუდუშაურმა გაუწია - 1:0. ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის კარში კიდევ ერთი ბურთი დაპირისპირების მეცამეტე წუთზე გაიტანეს, ნოდარ კიკანველიძის მიერ საჯარიმოში გაკეთებული გამჭოლი გადაცემის შემდეგ ნიკოლოზ მაისურაძემ შეაგდო - 2:0. ვეტერინარები კოლოსალურ უპირატესობას დაეუფლნენ და სტუმართა კართან სახიფათო მომენტებიც მრავლად შეიქმნა, თუმცა პირველ ნახევარში მეტი ბურთი აღარ გასულა.

ჩვენმა ფეხბურთელებმა თამაშის 61-ე წუთზე მესამეჯერ აიღეს მეტოქის კარი. დათო საჯაიას საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო იერიში, გზად კედელი გიორგი ვაზაგაშვილთან გაითამაშა, დამასრულებელ ფაზაში თავადვე დაარტყა და გაიტანა - 3:0. საფინალო რეზულტატი თამაშის 63-ე წუთზე დაფიქსირდა, ვიტ ჯორჯიელთა მრავალცვლიანი კომბინაცია გიორგი ვაზაგაშვილის გოლით დასრულდა, რომელსაც ასისტენტობა ნიკოლოზ მაისურაძემ გაუწია - 4:0. მატჩის უკანასკნელ წუთზე მსაჯმა ჩვენი კარის მისამართით პენალტი დანიშნა, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის შესრულება საკუთარ თავზე გიორგი ფანცულაიამ აიღო, ჯონი შეროზიამ ბურთის მოგერიება მოახერხა.

ორი მატჩის ჯამში ვიტ ჯორჯიამ მეტოქე - 6:2 დაამარცხა და ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა!
 
ვიტ ჯორჯია 4:0 სამტრედია
გოლები:
1:0 ღირდალაძე (5’) 2:0 მაისურაძე (12’) 3:0 საჯაია (61’) 4:0 ვაზაგაშვილი (63’)
გამოუყენებელი პენალტი: ფანცულაია - შეროზია (90’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (ვეკუა 46') (ვაზაგაშვილი 56'), ღუდუშაური, ღირდალაძე (კამლაძე 65'), კიკნაველიძე, ვასაძე, ჩიტიშვილი, მაისურაძე, საჯაია
 
სამტრედია: კუპატაძე, გურული, ტუღუში (მამასახლისი 66'), ლიპარტია, ახალაძე (ერისთავი 46'), ფანცულაია, კერძევაძე, ფატიჩი, ჯგერენაია, გოგიაშვილი, ენდელაძე (მაქაცარია 46')
 
გაფრთხილება: მაისურაძე, მოსიაშვილი, ვეკუა - ტუღუში
 
გაძევება: კერძევაძე
 
 
 
უკან დაბრუნება