ზამთრის თასი 2019 – ვიტ ჯორჯიელთა მეტოქეთა ვინაობა ცნობილია

05 იანვარი 2019
11, 12 და 13 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე დარბაზის ფეხბურთის ტრადიციულ ტურნირს, დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშებას უმასპინძლებს.

ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშებაში ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 13 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კენჭისყრის შედეგად გუნდები ერთ ოთხგუნდიან და სამ სამ გუნდიან ჯგუფში გადანაწილდა.

ვიტ ჯორჯიელები ა ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ჩვენი მეტოქეები დინამო (თბილისი), სიონი (ბოლნისი) და ცხინვალი იქნებიან.

გათამაშებას სწორედ ვიტ ჯორჯიელები გახსნიან, პირველ მატჩს ვეტერინარები 11 იანვარს 10:45 საათზე ცხინვალის წინააღმდეგ გამართავენ. მეორე შეხვედრას ჩვენი გუნდი ამავე დღეს 12:15 საათზე დინამო თბილისის წინააღმდეგ ჩაატარებს. ჯგუფური ეტაპის დასკნით მატჩს კი ვიტ ჯორჯია 11 იანვარს 14:30 საათზე ბოლნისის სიონის წინააღმდეგ ითამაშებს.


უკან დაბრუნება