ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგისთვის სამზადისს 10 იანვრიდან შეუდგება

07 იანვარი 2019
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგის 2019 წლის გათამაშებისათვის მზადებას 10 იანვრიდან დაიწყებს.
 
ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები 10-11 იანვარს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც საწვრთნელ-მოსამზადებელ ეტაპზე გადავლენ.
 
ვეტერინარებმა საკონტროლო მატჩებიც დაგეგმეს. 28 იანვარს ჩვენი გუნდი ამხანაგურად ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ - ცხინვალს დაუპირისპირდება. 4 თებერვალს კი ამავე ლიგაში მოასპარეზე გაგრას. ორივე მატჩი მცხეთა პარკზე გაიმართება.

უკან დაბრუნება