საკონტროლო მატჩი: ვიტ ჯორჯია II 2:1 იბერია 2010

27 იანვარი 2019
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა 2019 წლის საფეხბურთო სეზონის სამზადისის ფარგლებში პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა. გოჩა ერაძის შეგირდებმა მცხეთა პარკზე საფეხბურთო კლუბ იბერია 2010-ს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს.
 
ვიტ ჯორჯიელებს შეხვედრის მსვლელობისას არაერთხელ მიეცათ მეტოქის კარის აღების შესაძლებლობა, თუმცა მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა ორჯერ მოახერხეს. თამაშის 34-ე წუთზე ანგარიში ჯაბა ლეშკაშელმა გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი კი 70-ე წუთზე ვაჟა კვაშილავამ გაიტანა.
 
ვიტ ჯორჯია II 2:1 იბერია 2010
გოლები:
0:1 სალუქვაძე (30’) 1:1 ლეშკაშელი (34’) 2:1 კვაშილავა (70’)
 
ვიტ ჯორჯია II: ანდრიაძე (ჩიკაშუა 30’) (ახლკაცი 60’), ჭაღალიძე (აბდუშელიშვილი 46’), ლაცაბიძე (მაისურაძე 60’), ხუჯაძე, შეროზია (პეტრიაშვილი 46’), მეტრეველი (ძაგანია 58’), აშორდია, ფილფანი (ტურიაშვილი 65’), მანჯგალაძე (კვაშილავა 53’), მუზაშვილი (გუმბერიძე 60’), ლეშკაშელი (მჭედლიძე 46’)
 
იბერია 2010: ჩომახიძე, გაგუა, ოშაყმაშვილი, ნანავა, ფიფია, სალუქვაძე, სხილაძე, შენგელია, მუშკუდიანი, მახარაძე, ყაველაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ალექსიძე, ილიაური, გრიგალაშვილი, მარქარაშვილი, გონაძე, წულეისკირი

 
უკან დაბრუნება