საკონტროლო მატჩი: ვიტ ჯორჯია 5:1 ცხინვალი

28 იანვარი 2019
ვიტ ჯორჯიელები ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონისათვის მზადებას განაგრძობენ. დღეს ვეტერინარებმა წლის პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართეს. ჩვენმა გუნდმა მცხეთა პარკზე საფეხბურთო კლუბ ცხინვალს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით - 5:1 დაამარცხა.
 
ანგარიში სტუმრებმა თამაშის მეოთხე წუთზე გახსნეს, გოლი საკუთარ აქტივში გიორგი მაღალდაძემ მიითვალა - 0:1. ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიშში წონასწორობა სწრაფადვე აღადგინეს, ორ წუთში გოლი ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა ნოდარ კიკნაველიძემ გაუწია - 1:1. შეხვედრის მეთვრამეტე წუთზე პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ მეტოქის კარი ვანო კურდღელაშვილმა დალაშქრა - 2:1.
 
დაპირისპირების 62-ე წუთზე დათო საჯაიას გადაცემის შემდეგ გატანილი გოლით თავი ზურაბ მუსელიანმა გამოიჩინა - 3:1. დღევანდელ შეხვედრაში ზურაბ მუსელიანმა დუბლის შესრულება მოახერხა, მატჩის 68-ე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილის გადაცემის შემდეგ, ვიტ ჯორჯიელთა ფორვარდი მეტოქე გუნდის კიპერთან პირისპირ აღმოჩნდა, ზუსტად დაარტყა და გაიტანა - 4:1. საფინალო რეზულტატი 75-ე წუთზე დაფიქსირდა, გიორგი ვაზაგაშვილმა ცხინვალელთა კარი საჯარიმო დარტყმით აიღო - 5:1.
 
ვიტ ჯორჯია 5:1 ცხინვალი
გოლები:
0:1 მაღალდაძე (4’) 1:1 ღირდალაძე (6’) 2:1 კურდღელაშვილი (18’) 3:1 მუსელიანი (62’) 4:1 მუსელიანი (68’) 5:1 ვაზაგაშვილი (75’)
 
ვიტ ჯორჯია (პირველი ტაიმი): შეროზია, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, კიკნაველიძე, გაფრინდაშვილი, კურდღელაშვილი, მაისურაძე, ვასაძე, ღუდუშაური, ღირდალაძე, კაკაშვილი
ვიტ ჯორჯია (მეორე ტაიმი): ქავთარაძე, სეხნიაშვილი, ქისიევი, მოსიაშვილი, ნაჭყებია, ზარიძე, მუსელიანი, საჯაია, გვასალია, ლაცაბიძე, ვაზაგაშვილი
 
ცხინვალი: ნადირაძე, წენგუაშვილი, ქურდაძე, მოსემღვდლიშვილი, ახალაია, სულთანიშვილი, ქურდაძე, ლომსაძე, კახაბრიშვილი, მაღალდაძე, ჯანელიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ქუთათელაძე, ბერიაშვილი, კვირიკაშვილი, შალამბერიძე, ხარძიანი, მათიაშვილი
უკან დაბრუნება