ვიტ ჯორჯიაში კახაბერ კაკაშვილი ჩაირიცხა

29 იანვარი 2019
საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში 25 წლის ნახევარმცველი, კახაბერ კაკაშვილი ჩაირიცხა.

ქართული კარიერის მანძილზე კახაბერ კაკაშვილს ცხინვალში, რუსთავის მეტალურგში, საჩხერის ჩიხურაში და ნორჩ დინამოში უთამაშია. კახაბერ კაკაშვილი წლების განმავლობაში საქართველოს რანგით სუკეთესო ლიგაში გამოდიოდა. 2016-2018 წლებში იგი ირანის უმაღლესი ლიგის გუნდ მაშინ საზიში ასპარეზობდა, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და შეუცვლელი ფიგურა გახლდათ.

ვიტ ჯორჯიაში კახაბერ კაკაშვილი 26 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 
უკან დაბრუნება