ვიტ ჯორჯიას ვანო კურდღელაშვილი გატანილი გოლით დაუბრუნდა

31 იანვარი 2019
საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას ხანმოკლე განშორების შემდგომ ვანო კურდღელაშვილი დაუბრუნდა.
 
23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა უკანასკნელი წლები მარტვილის მერანში გაატარა, მანამდე კი ჩვენი გუნდის მაისურით 85 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 16-ჯერ დალაშქრა.
 
ვანო კურდღელაშვილი, რომელმაც მშობლიურ კლუბში დაბრუნება საკონტროლო შეხვედრაში გატანილი გოლით აღნიშნა, ვიტ ჯორჯიაში 11 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
უკან დაბრუნება