ვიტ ჯორჯია საწვრთნელ-მოსამზადებელ შეკრებაზე გაემგზავრა

05 თებერვალი 2019
5 თებერვლიდან საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონისათვის სამზადისს თურქეთში განაგრძობს. საწვრთნელ-მოსამზადებელ შეკრებაზე მივლენილი 33 კაციანი დელეგაცია ანტალიაში, კერძოდ კი ლარაში - სასტუმრო Kervansaray-ში დაბინავდება.

სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 23 მოთამაშე იქნება. ვიტ ჯორჯია თურქულ შეკრებაზე 4 საკონტროლო შეხვედრას გამართავს და სამშობლოში 19 თებერვალს დაბრუნდება.
უკან დაბრუნება