ვიტ ჯორჯიაში გიორგი გაფრინდაშვილი ჩაირიცხა

06 თებერვალი 2019

საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში 23 წლის ნახევარმცველი, გიორგი გაფრინდაშვილი ჩაირიცხა

 

კარიერის მანძილზე იგი გორის დილას, ბოლნისის სიონის, რუსთავისა და გაგრის შემადგენლობაში გამოდიოდა

 

გიორგი გაფრინდაშვილს საქართველოს ჩემპიონატში 156 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 88 კი - რანგით უმაღლეს ლიგაში.

 

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე 20 თამაშში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან ორი ფინალური შეხვედრა გახლავთ.

 

ვიტ ჯორჯიაში გიორგი გაფრინდაშვილი 2 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

უკან დაბრუნება