საკონტროლო მატჩი: ვიტ ჯორჯია 1:0 პოდბესკიძიე

13 თებერვალი 2019

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი პოლონეთის პირველი ლიგის მეხუთეადგილოსან ბიელსკო-ბიალას პოდბესკიძიეს დაუპირისპირდა. შეხვედრა ვიტ ჯორჯიელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა, რაც რეზულტატშიც აისახა - 1:0.

 

პირველი რეალური საგოლე ეპიზოდი ვეტერინარებს მეშვიდე წუთზე ჰქონდათ. პაატა ღუდუშაურის მიერ ჯარიმიდან კარისკენ გაგზავნილი ბურთი კუთხურზე გადავიდა, სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კი თავი ალეკო ჩაკვეტაძემ დაარტყა, მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებმა ერთობლივი ძალებით მოიგერიეს ქართველთა იერიში. მატჩის მეთოთხმეტე წუთზე პაატა ღუდუშაურმა კიდევ ერთხელ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ამჯერად ბურთი მცირედით ასცდა კარს, კიპერი ამ ეპიზოდში სტატისტის როლში მოგვევლინა

 

მეორე ნახევარში ერთმანეთის მიყოლებით მოწინააღმდეგის კარზე 49- და 50- წუთებზე გიორგი ვასაძემ და დათო საჯაიამ გაილაშქრეს. პირველ შემთხვევაში ბურთი კარს ასცდა, მეორე შემთხვევაში კი - მეკარემ გადაარჩინა პოლონელები. პოდბესკიძიეს კიპერი 52- წუთზე უძლური აღმოჩნდა, ვეტერინართა კომბინაცია პაატა ღუდუშაურის მიერ გატანილი გოლით დასრულდა - 1:0. დაპირისპირების 56- წუთზე გიორგი ვასაძეს შეეძლო ანგარიშში სხვაობის გაზრდა, თუმცა მან მომენტის სრულად გამოყენება ვერ მოახერხა.

 

 

ვიტ ჯორჯია 1:0 პოდბესკიძიე

გოლი: ღუდუშაური (52')

 

ვიტ ჯორჯია: შეროზია, გაფრინდაშვილი (კურდღელაშვილი 65'), ლაცაბიძე (კიკნაველიძე 62'), გეთიაშვილი (სეხნიაშვილი 78'), ჩაკვეტაძე (ზარიძე 75'), მოსიაშვილი, ღუდუშაური (მუსელიანი 65'), ღირდალაძე (ვაზაგაშვილი 75'), ვასაძე (კაკაშვილი 60'), ჩიტიშვილი, საჯაია

 

მომდევნო შეხვედრას ვიტ ჯორჯია 15 თებერვალს, ყაზახური ქაისარის წინააღმდეგ გამართავს.

უკან დაბრუნება