საკონტროლო მატჩი: ვიტ ჯორჯია II 3:3 ალგეთი

13 თებერვალი 2019

ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდი მოსამზადებელ ეტაპს განაგრძობს. გოჩა ერაძის შეგირდებმა საკონტროლო შეხვედრა ალგეთის წინააღმდეგ გამართეს, მატჩი ფრედ - 3:3 დასრულდა. ორი გოლი მეტოქის კარში ბექა გუმბერიძემ გაიტანა, ერთი ბურთი კი ბექა ფილფანის აქტივშია.

 

ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა: ახალკაცი (ჩიკაშუა 46'), მეტრეველი (აბდუშელიშვილი 65'), შარიქაძე, გულხადარაშვილი, შეროზია, ფილფანი, ნაჭყებია, აშორდია (გუმბერიძე 70'), აბრამაშვილი (მანჯგალაძე 60'), გვასალია (ძაგანია 70'), მუზაშვილი (ლეშკაშელი 65')

 
უკან დაბრუნება