საკონტროლო მატჩი: ვიტ ჯორჯია 3:2 ქაისარი

15 თებერვალი 2019

ვიტ ჯორჯიამ მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ყაზახეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ ქაისარს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით - 3:2 დაამარცხა.

 

ანგარიში ვიტ ჯორჯიელებმა სწრაფადვე გახსნეს. მეთორმეტე წუთზე ვეტერინართა კომბინაცია ნიკოლოზ მაისურაძის მიერ გატანილი ბურთით დასრულდა, რომელმაც დავით მუჯირის გადაცემის შემდეგ იშვიათი სილამაზის გოლი შეაგდო - 1:0. დაპირისპირების 32- წუთზე მოწინააღმდეგემ ანგარიში გაათანაბრა, გოლი შოხან აბზალოვმა გაიტანა - 1:1. ვიტ ჯორჯიელებმა პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, ქაისარის კარი 38- წუთზე დავით მუჯირმა დალაშქრა - 2:1. ყაზახებმა ანგარიში 43- წუთზე კიდევ ერთხელ გაათანაბრეს, შედეგიანი დარტყმის ავტორი ტიგრან ბარსეღიანი გახდა - 2:2.

 

საფინალო რეზულტატი 66- წუთზე დაფიქსირდა. ვიტ ჯორჯიელებმა ჯარიმა გაითამაშეს, კარში კახაბერ კაკაშვილმა დაარტყა და ქაისარის კიპერმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე ბურთთან პირველი გიორგი ვასაძე აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით საბოლოო წერტილი დასვა - 3:2.

 

ვიტ ჯორჯია 3:2 ქაისარი

გოლები: 1:0 მაისურაძე (12') 1:1 აბზალოვი (32') 2:1 მუჯირი (38') 2:2 ბარსეღიანი (43') 3:2 ვასაძე (66')

 

ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე (ისერგიშვილი 46'), გაფრინდაშვილი (საჯაია 65'), ლაცაბიძე, ვაზაგაშვილი (ვასაძე 46'), ზარიძე (მოსიაშვილი 65'), მუსელიანი, კიკნაველიძე (ჩიტიშვილი 60'), მუჯირი (ღირდალაძე 68'), მაისურაძე (ჩაკვეტაძე 58'), კაკაშვილი (ღუდუშაური 68'), სეხნიაშვილი

 

ქაისარი: გრიგორენკო, ამირსეიტოვი, ბარსეღიანი, გორმანი, ლამანჟე, მაროჩკინი, ტაგიბერგენი, ბეზკატი, სადოვნიჩი, ჯოშუა, მბომბო

 
უკან დაბრუნება