საკონტროლო მატჩი: ვიტ ჯორჯია 2:2 ლიეპაია

19 თებერვალი 2019
ვიტ ჯორჯიამ თურქულ შეკრებაზე უკანასკნელი შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ლიეპაიას დაუპირისპირდ, მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. ვეტერინართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეხვედრის გადარჩენა 0:2-დან შესძლეს.
 
ვიტ ჯორჯიელებმა მოწინააღმდეგის კარი 74-ე და 90-ე წუთებზე აიღეს. პირველ შემთხვევაში გოლი გიორგი ვაზაგაშვილმა გაიტანა, საფინალო რეზულტატი კი დავით მუჯირმა დააფიქსირა.
 
ვიტ ჯორჯიამ მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა:
 
შეროზია, საჯაია (კურდღელაშვილი 55'), გეთიაშვილი (სეხნიაშვილი 68'), ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, კიკნაველიძე (გაფრინდაშვილი 21'), მაისურაძე (კაკაშვილი 55'), ვასაძე (ლაცაბიძე 55'), მოსიაშვილი (მუსელიანი 60'), ღირდალძე (ვაზაგაშვილი 60'), ღუდუშაური (მუჯირი 68')
 
ვიტ ჯორჯია სამშობლოში ანტალია-სტამბული-თბილისის რეისით 19 თებერვალს დაბრუნდება. 24 თებერვალს კი დასკვნით საკონტროლო შეხვედრას დუშეთის არაგვის წინააღმდეგ გამართავს.
უკან დაბრუნება