საკონტროლო მატჩი: ვიტ ჯორჯია II 1:2 არცახი

23 თებერვალი 2019
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა საკონტრლო შეხვედრა სომხეთის უმაღლესი ლიგის გუნდის, არცახის წინააღმდეგ გამართა. გოჩა ერაძის შეგირდები მცხეთა პარკზე ანგარიშით - 1:2 დამარცხდნენ.

ვიტ ჯორჯიელთაგან გოლი ზვიად ნაჭყებიამ გაიტანა, რომელიც ბექა გუგბერიძისა და გიორგი გვასალიას აქტივობას მოჰყვა. მეტოქე გუნდიდან კი გატანილი გოლებით თავი კარენ ჰარუთუნიანმა და ვარდან ბაკალიანმა გამოიჩინეს.
 
ვიტ ჯორჯია II 1:2 არცახი
გოლები:
0:1 ჰარუთუნიანი (38’) 1:1 ნაჭყებია (58’) 1:2 ბაკალიანი (70’)
 
ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი (ახალკაცი 75’), ქისიევი, გულხადარაშვილი, ლაცაბიძე (შეყილაძე 46’), მეტრეველი, შეროზია, ნაჭყებია (აბრამაშვილი 68’), ზარიძე (ლეშკაშელი 71’), გვასალია (მაისურაძე 72’), მუზაშვილი (აშორდია 62’), ფილფანი (გუგბერიძე 52’)
 
არცახი: მელიკსეტიანი, მოვსისიანი, ჰამბარცუმიანი, ეჩმიაზარიანი, გარეჯიმიანი, ნაზარიანი, პეტროსიანი, არუთუნიანი, ავაგიანი, გიოზალიანი, კლიმაკოვი
 
უკან დაბრუნება