U19 საკონტროლო მატჩი: ვიტ ჯორჯია 5:0 სიონი

23 თებერვალი 2019
ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. გოჩა ერაძის შეგირდებმა მცხეთა პარკზე ბოლნისის სიონის თანატოლთა გუნდს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით - 5:0 დაამარცხეს.
 
ბოლნისელთა კარი ორჯერ ჯაბა ლეშკაშელმა დალაშქრა, თითო გოლი ვაჟა კვაშილავამ, ნიკოლოზ მჭედლიძემ და ბექა ფილფანმა გაიტანეს.
 
ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა თამაში შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა:
 
ჩიკაშუა, პეტრიაშვილი, მაისურაძე, ლაცაბიძე, ბრეგვაძე, აშორდია, თელია, აბრამაშვილი, მჭედლიძე, ლეშკაშელი, გუგბერიძე
 
შეცვლაზე შევიდნენ: ახალკაცი, კვაშილავა, მანჯგალაძე, შეყილაძე, მანდარია, ორდინიძე
უკან დაბრუნება