საკონტროლო მატჩი: ვიტ ჯორჯია 3:0 არაგვი

24 თებერვალი 2019
ეროვნული ლიგის 2019 წლის საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე უკანასკნელი საკონტროლო შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საფეხბურთო კლუბ დუშეთის არაგვის წინააღმდეგ გამართა.

ვეტერინარებმა მეტოქე მშრალი ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს. დაპირისპირების მეთოთხმეტე წუთზე ზურაბ მუსელიანის გადაცემით გოლი ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა - 1:0. შეხვედრის 81-ე წუთზე მოწინააღმდეგის კარი დავით მუჯირმა აიღო, ასისტენტის როლში ამჯერადაც ზურაბ მუსელიანი მოგვევლინა. მატჩის 87-ე წუთზე პენალტის გამოყენება ვერ მოახერხა ვანო კურდღელაშვილმა, რომლის დარტყმულიც მეკარემ მოიგერია. საფინალო რეზულტატი 88-ე წუთზე დაფიქსირდა, გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა - 3:0.
 
ვიტ ჯორჯია 3:0 არაგვი
გოლები: 1:0 ღირდალაძე (14’) 2:0 მუჯირი (81’) 3:0 მუსელიანი (88’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი (სეხნიაშვილი 66’), ჩიტიშვილი, მაისურაძე (ვაზაგაშვილი 62’), კაკაშვილი, ვასაძე (მოსიაშვილი 62’), გაფრინდაშვილი (ლაცაბიძე 62’), მუსელიანი, ღირდალაძე (მუჯირი 66’), ღუდუშაური (კურდღელაშვილი 46’)
 
არაგვი: შერმადინი, ღლონტი, ჭინჭარაშვილი, მოსიძე, გედენიძე, ვარდიაშვილი, ქათამაძე, ასანიძე, გოგბერაშვილი, ტორონჯაძე, გოცაძე
 
შეცვლაზე შევიდნენ: ხუბულური, უდუმაშვილი, ჯანაშია, თენაძე, ბარბაქაძე, ციცვიძე, ახალაია,
უკან დაბრუნება