საკონტროლო მატჩი: ვიტ ჯორჯია II 3:3 გარეჯი

01 მარტი 2019

ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. გოჩა ერაძის შეგირდებმა ლიგა 4-ში მოთამაშე გარეჯის წინააღმდეგ მცხეთა პარკზე მოსინჯეს ძალები. სპარინგი საყაიმო შედეგით - 3:3 დასრულდა.

 

შეხვედრის მეშვიდე წუთზე ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისგან გუგა ჩიკაშუამ იხსნა, რომელმაც პენალტის მოგერიება მოახერხა. მეთერთმეტე წუთზე კი ანგარიში ბექა გუგბერიძემ გახსნა და ჩვენი გუნდი დააწინაურა - 1:0. დაპირისპირების 35- წუთზე ვეტერინარებმა კიდევ ერთხელ აიღეს მოწინააღმდეგის კარი, გოლი ვასილ ქისიევმა გაიტანა - 2:0. 

შევედრის 52- წუთზე გიორგი ბაზუაშვილმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 2:1. ორ ბურთიანი სტატუს-ქვო ბექა აშორდიამ მატჩის 66- წუთზე აღადგინა - 3:1. შეხვედრის 82- წუთზე ბურთი დიმა შარიქაძემ საკუთარ კარში ჩაჭრა - 3:2. თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე რიცხვობრიც უმცირესობაში დარჩენილმა ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ ერთი გოლი გაუშვეს, მოწინააღმდეგე გუნდიდან ანგარიშის გათანაბრება გიორგი კვიჟინაძემ შეძლო - 3:3.

 

 

ვიტ ჯორჯია 3:3 გარეჯი

გოლები: 1:0 გუგბერიძე (11') 2:0 ქისიევი (35') 2:1 ბაზუაშვილი (52') 3:1 აშორდია (66') 3:2 შარიქაძე (ავტოგოლი 82') 3:3 კვიჟინაძე (87')

 

ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა (ახალკაცი 56'), გულხადარაშვილი (ლაცაბიძე 58'), ქისიევი, შეროზია, აბდუშელიშვილი (შარიქაძე 52'), ნაჭყებია, მეტრეველი, ფილფანი (აბრამაშვილი 67'), მუზაშვილი (მჭედლიძე 59'), გვასალია, გუგბერიძე (ლეშკაშელი 40')

 

გარწჯი: დარისპანაშვილი, კვიჟინაძე, ჭაავა, ჯინჯიხაძე, კაპანაძე, დოლაშვილი, კუჭუაშვილი, ბაზუაშვილი, თავაძე, გუჯარაიძე, გოგოლაშვილი

 
უკან დაბრუნება