19 ლიგა: მერანი თბილისი 1:4 ვიტ ჯორჯია

04 მარტი 2019
ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა სტუმრად გამართა. გოჩა ერაძის შეგირდები თბილისის მერანს შრომითი რეზერვების ხელოვნურსაფარიან მოედანზე დაუპირისპირდნენ და მეტოქე დიდი ანგარიშით - 4:1 დაამარცხეს.

ანგარიში მატჩის მერვე წუთზე ვეტერინარებმა გახსნეს, გოლი მოწინააღმდეგის კარში ვანო გულხადარაშვილის გადაცემის შემდეგ ბექა გუგბერიძემ გაიტანა - 1:0. მასპინძლებმა თამაშის 39-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, გოლი თორნიკე კურტანიძემ გაიტანა - 1:1. პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე ბექა აშორდიამ ვიტ ჯორჯიელები დააწინაურა - 2:1.

დაპირისპირების 60-ე წუთზე ბექა გუგბერიძის წაქცევისათვის დანიშნული პენლატის შესრულება თავის თავზე ბექა ფილფანმა აიღო, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. მატჩის 89-ე წუთზე ამირან ძაგანიამ რამდენიმე მეურვე ჩამოიცილა, შორი დისტანციიდან დაარტყა და მეტოქე გუნდის კარი აიღო - 3:1. საფინალო რეზულტატი კი მსაჯის მიერ შეხვედრის ძირითადი დროისათვის კომპენსირებულ დროში ნიკოლოზ მჭედლიძემ დააფიქსირა - 4:1.

U19 ლიგა
მერანი თბილისი 1:4 ვიტ ჯორჯია
გოლები: 0:1 გუგბერიძე (8') 1:1 კურტანიძე (39') 1:2 აშორდია (44') 1:3 ძაგანია (89') 1:4 მჭედლიძე (90+2')
გამოუყენებელი პენალტი: ფილფანი (მეკარე 60')

მერანი: ჩახნაშვილი, კალანდაძე, ღურჭუმელია, ლურსმანაშვილი, თოთლაძე, წილოსანი (მჟავანაძე 75'), შუკუანი, ჩხაიძე (შელია 58'), კურტანიძე, მაცაბერიძე (მეტრეველი 67'), ბენდელიანი (ციცაგი 75')

ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, შარიქაძე, გულხადარაშვილი, ლაცაბიძე, ტურაშვილი, აბრამაშვილი, აშორდია, მაისურაძე (მჭედლიძე 78'), ფილფანი (ძაგანია 81'), კვაშილავა (მანჯგალაძე 68'), გუგბერიძე

გაფრთხილება: კურტანიძე, ღურჭუმელია - აბრამიშვილი

გაძევება: ღურჭუმელია



 

უკან დაბრუნება