რუსთავი 0:0 ვიტ ჯორჯია

06 მარტი 2019
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ჩვენი გუნდი გასვლით მატჩში საფეხბურთო კლუბ რუსთავს დაუპირისპირდა. თამაში გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.

ვიტ ჯორჯიელები მსაჯის გადაწყვეტილების შედეგად 43-ე წუთზე რიცხვობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მიუხედავად ამისა, ვეტერინარები შეხვედრის სათავისოდ დასრულებასთან და მორიგი სამი ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. მატჩის 87-ე წუთზე რუსთაველთა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი ვასაძემ ხეირიანი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა.


რუსთავი 0:0 ვიტ ჯორჯია

რუსთავი: მამარდაშვილი, ტაკულოვი, ფონიავა, ჯაფიაშვილი, სილაგაძე ქავთარაძე, ციცქიშვილი, ჩოგაძე, ხუბუტია, ქოჩლაძე, ყიფიანი (იმნაძე 62')

ვიტ ჯორჯია: შეროზია, გაფრინდაშვილი, ლაცაბიძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი, ღუდუშაური (ვასაძე 57'), კურდღელაშვილი (საჯაია 46'), მუსელიანი (მუჯირი 73'), ჩიტიშვილი, კაკაშვილი
უკან დაბრუნება