U19 ლიგა: ვიტ ჯორჯია 1:1 ლოკომოტივი

10 მარტი 2019
ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა ლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრა მცხეთა პარკზე გამართა. გოჩა ერაძის შეგირდებმა თბილისის ლოკომოტივის თანატოლთა გუნდს უმასპინძლეს. თამაში ფრედ - 1:1 დასრულდა.

შეხვედრის დებიუტში ვიტ ჯორჯიელებს რამდენჯერმე შეეძლოთ მეტოქის კარის დალაშქვრა სტანდარტული მდგომარეობიდან, თუმცა დამასრულებელ ფაზაში საქმე ზუსტ დარტყმამდე აღარ მიდიოდა. პირველი ნახევრის მიწურულს კი სტუმართა რიგებიდან გატანილი გოლით თავი ლუკა ჯაფარიძემ გამოიჩინა.

მეორე ტაიმი ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს და მეტოქის კარს კიდევ უფრო მწვავედ შეუტიეს. შედეგად თამაშის 60-ე წუთზე ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს. ბექა აშორდიას წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისათვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმიდან გოლი დიმა შარიქაძემ გაიტანა. დარჩენილ დროში ჩვენს ფეხბურთელებს კიდევ შეეძლოთ მოწინააღმდეგის კარის აღება, თუმცა ორ ეპიზოდში სტუმართა გუნდი გაშვებული გოლისგან მეკარემ იხსნა.

U19 ლიგა
ვიტ ჯორჯია 1:1 ლოკომოტივი
გოლები:
0:1 ჯაფარიძე (45') 1:1 შარიქაძე (პენ. 60')

ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, ბრეგვაძე (მაისურაძე 46'), ლაცაბიძე, გულხადარაშვილი, შარიქაძე, აბრამაშვილი (ორდინიძე 68'), აშორდია, მანჯგალაძე (ძაგანია 76'), ფილფანი, კვაშილავა (მჭედლიძე 46'), გუგბერიძე

ლოკომოტივი: ლომიძე, გუგუნავა (ქინქლაძე 62'), ჭავჭანიძე, კუთხაშვილი (ომარაშვილი 46'), წაქაძე (მესხი 86'), ბუიღლიშვილი, ჯაფარიძე, ქველაძე, შეყილაძე, იაკობიძე, გოლუბიანი

გაფრთხილება: გუგბერიძე - ქველაძე
უკან დაბრუნება