საქართველოს თასი: თბილისი 2016 1:4 ვიტ ჯორჯია II

15 მარტი 2019
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასის 2019 წლის გათამაშებაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს თასი წელს განახლებული ფორმატით იმართება. პირველ ეტაპზე გუნდები სამ გუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ვიტ ჯორჯიელთა მეტოქეები თბილისი 2016 და თბილისი არიან.

დღეს, შატილის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გოჩა ერაძის შეგირდები თბილისი 2016 დაუპირისპირდნენ. თამაში ვეტერინართა სათამაშო უპირატესობით დაიწყო და მატჩის დებიუტში ჩვენს ფეხბურთელებს არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა შეხვედრაში პირველი გოლი მასპინძლებმა მეორმოცე წუთზე გაიტანეს, გოლით თავი ანზორ ბოლქვაძემ გამოიჩინა - 0:1.

მეორე ნახევარი ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ უფრო ატიურად დაიწყეს, მეტოქის კარზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს, რაც ანგარიშშიც მალვე აისახა. დაპირისპირების 53-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან გოლი გიორგი ვაზაგაშვილმა გაიტანა - 1:1. თამაშის 65-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მასპინძელთა მიერ გაკეთებული გადაცემა ირაკლი ზარიძემ ჩაჭრა და საკუთარი გუნდის იერიში წამოიწყო, ეპიზოდი გიორგი ვაზაგაშვილის მიერ გატანილი გოლით დასრულდა, რომელსაც ასისტენტობა გიორგი გვასალიამ გაუწია - 2:1. ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ ერთი გოლი მატჩის 70-ე წუთზე გაიტანეს, ამჯერად მოწინააღმდეგის კარი გიორგი გვასალიამ დალაშქრა - 3:1. საფინალო რეზულტატი კი 76-ე წუთზე დაფიქსირდა, გიორგი გვასალიამ გადაცემის შემდეგ გოლი ზვიად ნაჭყებიამ გაიტანა - 4:1.

თბილისი 2016 1:4 ვიტ ჯორჯია II
გოლები:
1:0 ბოლქვაძე (40') 1:1 ვაზაგაშვილი (52') 1:2 ვაზაგაშვილი (65') 1:3 გვასალია (70') 1:4 ნაჭყებია (76')

თბილისი 2016: მანძულაშვილი, ჯანიაშვილი, გენძეხაძე, ჭანტურია, ჩაჩუა, მამალაძე (აჯოევი 68'), ტალაშვილი, ბალიაშვილი, ბოლქვაძე, ჩიტაშვილი (გიგაშვილი 75'), ქოჩიშვილი

ვიტ ჯორჯია II: ჩიკაშუა, ნაჭყებია, ვაზაგაშვილი, მუზაშვილი, მეტრეველი (აშორდია 46') (ლაცაბიძე 75'), შეროზია, ზარიძე, სეხნიაშვილი, გვასალია, აბდუშელიშვილი (ფილფანი 46'), ქისიევი

გაფრთხილება; ჭანტურია - ქისიევი
უკან დაბრუნება