სიონი 1:0 ვიტ ჯორჯია

17 მარტი 2019
დღეს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ვეტერინარები ბოლნისს ესტუმრნენ და გასვლით მატჩში მინიმალური სხვაობით - 0:1 დამარცხდნენ.

მატჩის დებიუტში ვიტ ჯორჯიელებს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შესაძლელობა მიეცათ, მეოთხე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის მიერ ჩაწოდებულ ბურთზე ფაქტობრივად უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ზურაბ მუსელიანმა თავით ითამაშა, მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა და ეპიზოდიც განიმუხტა. შეხვედრის მეცამეტე წუთზე საშუალო დისტანციიდან ბოლნისელთა კარის მისამართით ძლიერად დაარტყა ალეკო ჩაკვეტაძემ, ბურთი მოწინააღმდეგის კარის ბადეს გარედან მოხვდა. დაპირისპირების 27-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელები გაშვებული გოლისგან გუნდის კაპიტანმა, ჯონი შეროზიამ იხსნა, რომელმაც ჯაბა უგულავას მიერ თავით დარტყმული ბურთი მოიგერია. თამაშის 38-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის მიერ ჩაწოდებულ ბურთს თავით მიმართულება ზურაბ ღირდალაძემ შუცვალა და კარისკენ გაგზავნა, ბოლნისელთა კიპერმა ბურთი უხეშად მოიგერია, დამატებაზე გოლის გატანას ზურაბ მუსელიანი შეეცადა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს ნიკოლოზ აფაქიძე გადაეღობა და დაძაბულობა მასპინძელთა კართან გაანეიტრალა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ვიტ ჯორჯიელთა მიერ გათამაშებულ კუთხურს ცოტნე მოსიაშვილის დარტყმა მოჰყვა, ბურთი ბოლნისელთა კიპერმა კუთხურზე მოიგერია, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ტაიმი დაასრულა, ჩვენს ფეხბურთელებს მორიგი სტანდარტის მოწოდება არ დასცალდათ.

მატჩის 62-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით ვილი ისიანმა დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 65-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა საკმაოდ სახიფათო საჯარიმო დარტყმის შესრულების უფლება მოიპოვეს, სტანდარტი პაადა ღუდუშაურმა შეასრულა, თუმცა ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ ბოლნისელ მოთამაშეს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა, რომელსაც თავის მხრივ სიონის კართან განსაკუთრებული ხიფათი აღარ მოჰყოლია. დაპირისპირების 74-ე წუთზე ზურაბ ღირდალაძემ ახლო მანძილიდან ხეირიანი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა და კარს ააცილა, თუმცა შეტევა გაგრძელდა და ვიტ ჯორჯიელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მიპოვეს, რომელსაც მასპინძელთა კონტრშეტევა მოჰყვა, დამასრულებელ ფაზაში კი ვილი ისიანმა დაარტყა ჩვენი კარის მისამართით და ააცილა. თამაშის 86-ე წუთზე მასპინძლები დაწინურდნენ, გატანილი გოლით თავი ზვიად სიხარულიამ გამოიჩინა - 0:1. გაშვებული გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებს ანგარიშის გათანარების შესაძლელობა ორ წუთში მიეცათ, თუმცა ალეკო ჩაკვეტაძის დარტყმულ ბურთს მცველი გადაეღობა და კუთხურზე გადავიდა. ვეტერინარებს თამაშის დასრულება რიცხვობრივ უმცირესობაში მოუხდათ, მატჩის არბიტრმა მოედნიდან ზურაბ ღირდალაძე გააძევა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

სიონი 1:0 ვიტ ჯორჯია
გოლი:
სიხარულია (86')

სიონი: ზარქუა, თომაშვილი, ტვილდიანი, თარხნიშვილი, ხმალაძე, უგულავა (მაქაცარია62'), კირკიტაძე (ქიქავა 90+5'), ისიანი, აფაქიძე, სუხიაშვილი, რაჟამაშვილი (სიხარულია 78')

ვიტ ჯორჯია: შეროზია, გაფრინდაშვილი, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (ვასაძე 62'), ღირდალაძე, კურდღელაშვილი (ღუდუშაური 57'), მუსელიანი (საჯაია 75'), კიკნაველიძე, ჩიტიშვილი, კაკაშვილი

გაფრთხილება: სუხიაშვილი, აფაქიძე - მუსელიანი, შეროზია
გაძევება: ღირდალაძე

 
უკან დაბრუნება