ვიტ ჯორჯია II 1:1 თბილისი

19 მარტი 2019
საქართველოს, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების, პირველი ეტაპის მეორე მატჩი ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა მცხეთა პარკზე გამართა.

გოჩა ერაძის შეგირდებმა საფეხბურთო კლუბ თბილისს უმასპინძლეს. მიუხედავად უდიდესი სათამაშო უპირატესობისა მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა და ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით საქართველოს თასის მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება საფეხბურთო კლუბმა თბილისმა მოიპოვა.

ვიტ ჯორჯია II 1:1 თბილისი
გოლები:
1:0 ვაზაგაშვილი (პენ. 17') 1:1 რუხაძე (45+1')
გამოუყენებელი პენალტი: ტოკლიკიშვილი (მეკარე)

ვიტ ჯორჯია II: ახალკაცი, ლაცაბიძე, გუგბერიძე (გულხადარაშვილი 46'), ნაჭყებია, ვაზაგაშვილი, მუზაშვილი, შეროზია (კვაშილავა 76'), ზარიძე, სეხნიაშვილი, გვასალია, ქისიევი

თბილისი: გაბიჩვაძე, ნარსია, ჩხაიძე, მამფორია, გლუნჩაძე, ყანჩაშვილი, ქუთათელაძე, რუხაძე, მელოიანი, ბეგაშვილი (პონომარიოვი 90+3'), ხარებავა (ტოკლიკიშვილი 72')

გაფრთხილება: შეროზია, სეხნიაშვილი, ყანჩაშვილი, გლუნჩაძე, ნარსია, გაბიჩვაძე

 
უკან დაბრუნება