U19 ლიგა: ვიტ ჯორჯია 4:0 გორი

23 მარტი 2019
ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. გოჩა ერაძის შეგირდებმა მცხეთა პარკზე გორს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით - 4:0 დაამარცხეს.

ანგარიში შეხვედრის 28-ე წუთზე ნიკოლოზ მჭედლიძის გადაცემის შემდეგ თორნიკე კურტანიძემ გახსნა - 1:0. თამაშის 56-ე წუთზე თორნიკე კურტანიძემ დუბლი შეასრულა, რომელმაც დიმა შარიქაძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარის ბადეში თავური დარტყმით გაახვია - 2:0. მატჩის 75-ე წუთზე თორნიკე ლაცაბიძის გადაცემის შემდეგ გორელთა კარი შოთა მანდარიამ დალაშქრა - 3:0. საფინალო რეზულტატი 79-ე წუთზე დაფიქსირდა, სტუმართა კარი დიმა შარიქაძემ აიღო, რომელსაც თავის მხრივ ასისტენტობა ზაზა თელიამ გაუწია - 4:0.

U19 ლიგა
ვიტ ჯორჯია 4:0 გორი
გოლები:
1:0 კურტანიძე (28') 2:0 კურტანიძე (56') 3:0 მანდარია (75') 4:0 შარიქაძე (79')

ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა (მიქიაშვილი 77'), გულხადარაშვილი, ლაცაბიძე, შარიქაძე, მაისურაძე, აბრამაშვილი, მანჯგალაძე (ფირაშვილი 46'), ძაგანია (ფილფანი 46'), მჭედლიძე, კურტანიძე (თელია 70'), გუგბერიძე (მანდარია 70')

გორი: მურაჩაშვილი, თაქთაქიშვილი, ხანიშვილი, გიორგაძე, ყაყიტაშვილი (შარიქაძე 86'), კარელიძე, თაყაძე, ხუროშვილი, ანანიაშვილი, ტერტერაშვილი, თათარაშვილი
უკან დაბრუნება