საკონტროლო მატჩი: ვიტ ჯორჯია 2:2 რუსთავი

24 მარტი 2019
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სანაკრებო მატჩებით გამოწვეულ პაუზას ვიტ ჯორჯიელები აქტიურად იყენებენ.
დღეს, ვეტერინარებმა საკონტროლო შეხვედრა რუსთავის წინააღმდეგ გამართეს. მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა.

მატჩის 28-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისათვის შეხვედრის არბიტრმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, პენალტის შესრულება საკუთარ თავზე თავად დაზარალებულმა აიღო, თუმცა საკმაოდ არაზუსტად დაარტყა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიში გახსნეს, გოლი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა - 1:0.. მეტოქემ ანგარიშის გათანარება მალევე შეძლო, 35-ე წუთზე ანგარიშში წონასწორობა ზაზა ციცქიშვილმა აღადგინა - 1:1.

პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე რუსთაველებმა კვლავ პაატა ღუდუშაურის წინააღმდეგ დაარღვიეს თამაშის წესები და კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი ამჯერად კახაბერ კაკაშვილმა დაარტყა, ბურთი მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ცოტნე მოსიაშვილმა გაიტანა - 2:1.

საფინალო რეზულტატი 50-ე წუთზე დაფიქსირდა, რუსთაველთა რიგებიდან გატანილი გოლით თავი გერასიმე რეზესიძემ დააფიქსირა - 2:2.

ვიტ ჯორჯია 2:2 რუსთავი
გოლები:
1:0 ღუდუშაური (30') 1:1 ციცქიშვილი (35') 2:1 მოსიაშვილი (45') 2:2 რეზესიძე (50')

ვიტ ჯორჯია: შეროზია, ჩაკვეტაძე, გეთიაშვილი, ღუდუშაური, საჯაია, მაისურაძე, კიკნაველიძე, მუჯირი, კაკაშვილი, ვასაძე, მოსიაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, ნაჭყებია, სეხნიაშვილი, ჩიტიშვილი, ლაცაბიძე, ვაზაგაშვილი, ღირდალაძე, მუსელიანი, კურდღელაშვილი

რუსთავი: მამარდაშვილი, ჭიჭაღუა, გადრანი, ტაკულოვი, იმნაძე, გუჯაბიძე, ყიფიანი, ციცქიშვილი, სტროგოვი, ნარიმანიძე
შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, კიტეიშვილი, ზვიადაძე, რეზესიძე
უკან დაბრუნება