თასის 1/16 ფინალში ვიტ ჯორჯია თელავს დაუპირისპირდება

29 მარტი 2019

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგად საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას მეტოქედ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა ორში მოთამაშე თელავი ერგო.

ვეტერინარები სათასო მატჩს სტუმრად გამართავენ. მერვედფინალისტის ვინაობა თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე, 17 აპრილს გაირკვევა.
უკან დაბრუნება