U19 ლიგა: არაგვი 0:7 ვიტ ჯორჯია

07 აპრილი 2019
ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. გოჩა ერაძის შეგირდები გასვლით მატჩში დუშეთის არაგვს დაუპირისპირდნენ და მეტოქე დიდი ანგარიშით - 7:0 დაამარცხეს.

არაგვის კარი ორ-ორჯერ დალაშქრეს ამირან ძაგანიამ და თორნიკე კურტანიძემ, თითო გოლი კი ზაზა თელიამ, აკაკი ფირაშვილმა და ბექა აშორდიამ გაიტანეს.

U19 ლიგა
არაგვი 0:7 ვიტ ჯორჯია
გოლები:
0:1 თელია (16') 0:2 ფირაშვილი (31') 0:3 კურტანიძე (32') 0:4 ძაგანია (პენ. 57') 0:5 ძაგანია (81') 0:6 კურტანიძე (86') 0:7 აშორდია (89')

არაგვი: ქავთარაძე (კელოხაშვილი 46'), კილაძე (მეგრელიშვილი 75'), ქამუშაძე, ვოლკოვი (მიქავა 58'), გვაჯავა, ხარებაშვილი, მწითური, ნიკა კარიაული (გოგელია 46'), კეკენაძე (არჩილ კარიაული 69'), ლომჯარია, თოდუა

ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, პეტრიაშვილი, შარიქაძე (აშორდია 46'), გულხადარაშვილი, მაისურაძე (ძაგანია 46'), მჭედლიძე (ტურაშვილი 46'), აბრამაშვილი, თელია, მანჯგალაძე (ლაცაბიძე 46'), ფირაშვილი (მანდარია 46'), კურტანიძე

გაფრთხილება: გვაჯავა, კელოხაშვილი, მწითური - მანჯგალაძე, ჩიკაშუა
უკან დაბრუნება