U17 ლიგა: ვიტ ჯორჯია 3:1 დილა გორი

14 აპრილი 2019
ჭაბუკთა ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯიას 17-წლამდელთა გუნდი დილა გორს დაუპირისპირდა. მცხეთა პარკზე გამართული მატჩი ვიტ ჯორჯიელთა გამარჯვებით - 3:1 დასრულდა.

გოლები დილა გორის კარში დიმიტრი ლეკიშვილმა, გეგა ბექაურმა და გიორგი გუზიტაშვილმა გაიტანეს.  ვიტ ჯორჯიას კარში პრესტიჟის გოლის გატანა  ლუკა მამასახლისმა შეძლო.

U17 ლიგა
ვიტ ჯორჯია 3:1 დილა გორი
გოლები:
 1:0 ლეკიშვილი (20') 2:0 ბექაური (25') 3:0 გუზიტაშვილი (70') 3:1 მამასახლისი (90')

ვიტ ჯორჯია: გიორგაძე, ბეროზაშვილი, ცხვარიაშვილი, კარანაძე (კიკნაძე 63'), ოსეფაშვილი, აბრამიშვილი, ბექაური (შენგელია 68'), გუზიტაშვილი, ტეფნაძე (მაისურაძე 68'), ლეკიშვილი, გოგოხია (ვეშაპიძე 46')

დილა გორი: მეკარიშვილი, კასრაძე (ფულაძე 46'), თევდორაშვილი, მამასახლისი, ბერიაშვილი, მერებაშვილი, აბალაკი, კაკაშვილი, ჭვაჩახია, რაზმაძე, ხუბულური


უკან დაბრუნება