თასი: თელავი 3:0 ვიტ ჯორჯია

17 აპრილი 2019
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალურ მატჩში, რომელიც თელავში გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე გაიმართა ვიტ ჯორჯიამ თელავის წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით  3:0 დასრულდა.
19-ე წუთზე გიორგი ერისთავმა პენალტის საშუალებით ანგარიში გახსნა და თელავი დაწინაურდა - 1:0.  59-ე წუთზე გიორგი ერისთავმა დუბლი მიითვალა - 2:0. 77-ე წუთზე  ანგარიშის შემცირება შეცვლაზე შესულ გიორგი ვაზაგაშვილს შეეძლო, თუმცა პენალტის ნიშნულიდან დარტყმული ბურთი ბოგდან ბეზკროვნიმ მოიგერია. 86-ე წუთზე ნიკოლოზ ხაჩიძემ საბოლოო ანგარიში - 3:0 დააფიქსირა. ჩვენი გუნდი გამოეთიშა საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებას, თელავი კი 1/8 ფინალში გავიდა.

თელავი 3:0 ვიტ ჯორჯია

გოლები: 1:0 - ერისთავი (19' პენ.), 2:0 - ერისთავი (77'), 3:0 - ხაჩიძე (86')

თელავი: ბეზკროვნი, თოლორდავა, ნოზაძე, კუკუჯანაშვილი, ჯიქია, გოგოლიძე, ერისთავი (პუდი 66'), კვასოვი (ხაჩიძე 82'), კანდელაკი (ბაშელეიშვილი 46'), ბაჩიაშვილი, მისიუტინი


ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, ლაცაბიძე, ჩაკვეტაძე, ღირდალაძე, კურდღელაშვილი (გაფრინდაშვილი 46'), მუსელიანი, კიკნაველიძე (ვაზაგაშვილი 46'), ვასაძე, ჩიტიშვილი, მაისურაძე (ღუდუშაური 63'), კაკაშვილი


გაფრთხილება: კაკაშვილი, კუკუჯანაშვილი, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური
უკან დაბრუნება