ვიტ ჯორჯია 1:0 დინამო თბილისი

21 აპრილი 2019
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების IX ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯიელებმა დინამო თბილისს უმასპინძლეს. მატჩი ვიტ ჯორჯიელების გამარჯვებით 1:0 დამთავრდა.

 ვიტ ჯორჯიელებმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე გამარჯვებით დაასრულეს. მატჩის 53-ე წუთზე 
კუთხურიდან ცოტნე მოსიაშვილის მიერ მოწოდებულ ბურთს თავი ზურაბ სეხნიაშვილმა დაუხვედრა და  დინამო თბილისის კარში მოათავსა - 1:0.

ვიტ ჯორჯია 1:0 დინამო თბილისი

გოლები: 
1:0 სეხნიაშვილი (53')

ვიტ ჯორჯია: შეროზია, გაფრინდაშვილი, ლაცაბიძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (ზარიძე 84'), ღუდუშაური (ღირდალაძე 76'), ვასაძე, მუჯირი (მუსელიანი 56'), კაკაშვილი, სეხნიაშვილი

დინამო თბილისი: პერალესი, რუხაია, მონხილი, მეჯუბი, ზარია (კარბია 46'), შულაია, პაპავა, ივანისენია (ნინუა 74'), კუტალია, იაშვილი (როხანო 83'), შენგელია

გაფრთხილება: კაკაშვილი, ივანისენია, ნინუა, შულაია, ზარიძე

უკან დაბრუნება