ვიტ ჯორჯია 0:1 სიონი

15 მაისი 2019
ვიტ ჯორჯია 0:1 სიონი
თბილისი.მიხეილ მესხი 2

 
ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, ლაცაბიძე, გეთიაშვილი (67.გაფრინდაშვილი), ჩაკვეტაძე, ღუდუშაური, ღირდალაძე, კურდღელაშვილი (53.ზარიძე), მუსელიანი, ვასაძე (73.მოსიაშვილი), კაკაშვილი, სეხნიაშვილი.
სათადარიგო შემადგენლობა: შეროზია, ვაზაგაშვილი, მუჯირი, საჯაია.
სიონი: ლ.ისიანი, ჩაჩუა, უგრეხელიძე, თარხნიშვილი, ხმალაძე, უგულავა (62.მაქაცარია), კირკიტაძე (90.ხეცურიანი) , თარგამაძე (62.სიხარულია), ვ.ისიანი, აფაქიძე, სუხიაშვილი.
სათადარიგო შემადგენლობა: ზარქუა, ტვილდიანი, ქიქავა, რაჟამაშვილი
გაფრთხილება: თარხნიშვილი(45),
Crystalbet ეროვნული ლიგის  მეცამეტე ტურის შეხვედრაში თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე  თბილისის ვიტ ჯორჯია ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა და სათამაშო თუ ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
მატჩი ვიტ ჯორჯიას უპირატესობით დაიწყო და  პირველ ნახევარში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა. თბილისელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ, ბოლნისელებს კი ბურთის დაჭერა და გააზრებული შეტევების ორგანიზება უჭირდათ. პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მეორე წუთზე შეიქმნა.ახლო მანძილიდან ზურაბ მუსელიანის დარტყმა ლევან ისიანმა მოიგერია. გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა პაატა ღუდუშაურსაც, რომლის შორი მანძილიდან დარტყმულ ბურთებს ხან სიზუსტე არ ყოფნიდა, ხანაც ბოლნისელთა მეკარე თამაშობდა დამაჯერებლად. კარგი მომენტი ჰქონდა ალეკო ჩაკვეტაძეს, რომელიც კუთხურის დროს სტუმართა მცველების დაბნეულობით სარგებლობდა, მაგრამ სიონი ხარიხამ იხსნა.
 
მასპინძლების უპირატესობის მიუხედავად, შანსები სტუმრებსაც ჰქონდათ. სტანდარტულის შემდეგ, ვილი ისიანი დაემუქრა ნიკა ქავთარაძის კარს, მაგრამ დარტყმა საკმაოდ სუსტი იყო და მეკარემ ბურთი ზედმეტი პრობლემების გარეშე მოიგერია.
მეორე ნახევარში  თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. ვიტ ჯორჯიას ბურთის ფლობის მხრივ, კვლავ ჰქონდა უპირატესობა და რამდენიმე მომენტიც შექმნა. მათ შორის კახაბერ კაკაშვილისა და ზურაბ ღირდალაძის მომენტები უნდა გამოვყოთ, რომლის შემდეგაც სიონი ძელმა იხსნა.  
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს გავიდა, რომელიც დავით კირკიტაძის ანგარიშზეა.
საბოლოოდ, 0:1 ბოლნისელთა სასარგებლოდ.
ცამეტი ტურის შემდეგ, ვიტ ჯორჯიას 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილს იკავებს. სიონი კი 20 ქულით  მეხუთე ადგილზე იმყოფება.
მომდევნო შეხვედრას ვიტ ჯორჯია 19 მაისს ბათუმში გამართავს, რომელშიც  ადგილობრივ დინამოს დაუპირისპირდება.
 

უკან დაბრუნება