U19 ლიგა. კაცნაკლული ვიტ ჯორჯიას ქამბექი და გამარჯვება გორში.

19 მაისი 2019
U19 ლიგა 

გორი 2:3 ვიტ ჯორჯია

1:0 ხორხელი (31’) 2:0 ტერტერაშვილი (39’) 2:1 ფილფანი (48’) 2:2 თელია (74’) 2:3 ფილფანი (76’)

გორი U19: მურაჩაშვილი, კარელიძე, კუპრეიშვილი, ხუროშვილი, თაქთაქიშვილი, ტერტერაშვილი, ყაყიტაშვილი, გიორგაძე, ანანიაშვილი, ხორხელი, თათარაშვილი.
სათადარიგო შემადგენლობა: ხმიადაშვილი, ქავთარაძე, ტუაევი, ბარათაშვილი

ვიტ ჯორჯია  U19:  ჩიკამუა, შარიქაძე, ტურაშვილი, აშორდია, მანჯგალაძე, ძაგანია, მჭედლიძე, ჩადუნელი, ფილფანი, მანდარია,  გუგბერიძე.
სათადარიგო შემადგენლობა: მიქიაშვილი, კარანაძე, ცხვარიაშვილი, აბრამაშვილი, თელია, კვაშილავა.

გაფრთხილება: ტურაშვილი (36') ტერტერაშვილი (50') ყაყიტაშვილი (54') ჩადუნელი (81')

გაძევება:  მანჯგალაძე (30')
 
დღეს, გორში 19-წლამდელთა ლიგის ბ ჯგუფის მეათე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის ვიტ ჯორჯია ადგილობრივ გორს დაუპირისპირდა და სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ბოლო პერიოდში ქართულ და უცხოურ ფეხბურთში არაერთი დრამატული მატჩები  თუ ქამბექები ვიხილეთ და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა ყოფილა.
პირველი ნახევარი მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. ვიტ ჯორჯიას პრობლემებს ისიც დაემატა, რომ შეხვედრის 30-ე წუთზე უხეშობისთვის მსაჯმა მოედნიდან დავით მანჯგალაძე გააძევა და გუნდი 10 კაცით დარჩა. ამის მიუხედავად, გოჩა ერაძის ფეხბურთელებმა გამოავლინეს მებრძოლი სული და ბექა ფილფანის დუბლითა და ზაზა თელიას გოლით 3:2 დაამარცხეს მეტოქე.

უკან დაბრუნება