ვიტ ჯორჯია ლოკომოტივთან დამარცხდა

24 მაისი 2019
ვიტ ჯორჯია-ლოკომოტივი 0:3 
თბილისი.მიხეილ მესხი 2
0:1 კირკიტაძე (34)  0:2 სიხარულიძე (46) 0:3 ძებნიაური (76) 

ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, გაფრინდაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი(66.მუჯირი), ღირდალაძე(82.კურდღელაშვილი), მუსელიანი, ვასაძე, ჩიტიშვილი(72.ლაცაბიძე), საჯაია, კაკაშვილი, სეხნიაშვილი. 
სათადარიგო შემადგენლობა: ისერგიშვილი, ზარიძე. 
ლოკომოტივი: ბულისკერია, ჭანტურია, სამურკასოვი(80.შეყილაძე), შონია, გვალია, კობახიძე(73.დავითაშვილი), სიხარულიძე, ძებნიაური, კირკიტაძე (77.ჯიქია), უბილავა. 
სათადარიგო შემადგენლობა: შეროზია, ჯაფარიძე, ოზბეთელაშვილი, გოროზია
გაფრთხილება: კაკაშვილი (45) სეხნიაშვილი (57) მოსიაშვილი (62) 
crystalbet ეროვნული ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში თბილისის ვიტ ჯორჯიამ, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე, ლოკომოტივს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდა. 
მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში დაიწყო და პირველი 20 წუთი, შეიძლება ითქვას, მასპინძლები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ და თამაშის მიმდინარეობასაც წარმართავდნენ. დღევანდელ მატჩში პირველი რეალური საგოლე მომენტი ვიტ ჯორჯიას ჰქონდა. ზურაბ ღირდალაძის  შორეული დარტყმა მცირედით აცდა დემეტრე ბულისკერიას კარს. ასევე, შორი მანძილიდან ცდილობდა გატანას გიორგი ვასაძე, მაგრამ მისი დარტყმაც არაზუსტია. 
შეხვედრაში ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა. საჯარიმოდან გამოვარდნილ ბურთზე, პირველი ლოკოს ფეხბურთელები აღმოჩნდნენ და თორნიკე კირკიტაძემ უძლიერესი დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეკარეს. 
მეორე ტაიმში ვიტ ჯორჯიასთვის საშინლად დაიწყო. უკვე 46-ე წუთზევე ირაკლი სიხრალუძემ თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. 76-ე წუთზე კი,  თორნიკე კირკიტაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 
საბოლოოდ, 0:3 ლოკომოტივის სასარგებლოდ და „რკინიგზელები" ამ გამარჯვებით 18 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან.ვიტ ჯორჯია კი, 11 ქულით, კვლავ მეცხრეა. 
უკან დაბრუნება