ზურაბ სეხნიაშვილი:ნებისმიერ გუნდთან მოსაგებად გავალთ მოედანზე

25 მაისი 2019
Crystalbet ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში თბილისის ვიტ ჯორჯია ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს და გათამაშების ცხრილის ლიდერს საფეხბურთო კლუბ საბურთალოს დაუპირისპირდება.. აღნიშნული მატჩის შესახებ, ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა ზურაბ სეხნიაშვილმა ისაუბრა. 
მატჩისთვის მზადება ჩვეულებრივად მიდის.მნიშვნელობა არ აქვს ვის ვეთამაშებით, ლიდერს თუ აუტსაიდერს, ნებისმიერ გუნდთან მოსაგებად გავალთ მოედანზე. 
ბოლო პერიოდში ვიტ ჯორჯიას ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ფსიქოლოგიურად დიდი გავლენა იქონია ჩვენზე.ასეთ რთულ პერიოდში ძნელია ფეხბურთზე ფიქრი, მაგრამ ყველაფერი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ.-
ზურაბ სეხნიაშვილი. 
უკან დაბრუნება