U19.ვიტ ჯორჯიამ გაგრა გაანადგურა

26 მაისი 2019
ვიტ ჯორჯია U19-გაგრა U19 5:0 
მცხეთა პარკი.მცხეთა 
1:0 გულხადარაშვილი (16) 2:0 ფილფანი (24) 3:0 ჩადუნელი (49) 4:0 ფილფანი (69) 5:0  ტურაშვილი (77) 

ვიტ ჯორჯია U19: ჩიკაშუა, გულხადარაშვილი, მაისურაძე, ტურაშვილი, შარიქაძე, აშორდია, ძაგანია, მანდარია, ფილფანი, ჩადუნელი, გუგბერიძე. 
სათადარიგო შემადგენლობა: მიქიაშვილი, კვაშილავა, თელია, აბრამაშვილი, ბეროზაშვილი, კარანაძე. 
გაგრა U19: ჩალიგავა, დოხნაძე, ჯიშკარიანი, ტერელაძე, აბასაძე, ჯავახიშვილი, მირცხულავა, სახამბერიძე, გულისაშვილი, ტორონჯაძე, ქალდანი. 
სათადარიგო შემადგენლობა: კვარაცხელია, შონია.
გაფრთხილება: ჩადუნელი, ტერელაძე, 
გაძევება: სახამბერიძე  
19 წლამდელებს შორის, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ბ ჯგუფის მორიგი შეხვედრა გამართა თბილისის ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა, რომელმაც „მცხეთა პარკზე" გაგრას უმასპინძლა და ძალიან დამაჯერებლად 5:0 დაამარცხა. 
მატჩი სრულად „ვეტერინართა" უპირატესობით წარიმართა. გოჩა ერაძის ფეხბურთელები დიდ სათამაშო თუ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და შეიძლება ითქვას, „ერთი ამოსუნთქვით" მოიგეს შეხვედრა. 
ვიტ ჯორჯიას შემადგენლობაში განსაკუთრებით გამორჩეული იყო ბექა ფილფანი, რომელმაც დღევანდელ მატჩში დუბლი შეასრულა. თითო-თითო გოლი კი, გულხადარაშვილმა, ჩადუნელმა და ტურაშვილმა გაიტანეს. 
ამ გამარჯვებით, ვიტ ჯორჯიას 26 ქულა დაუგროვდა 19-წლამდელთა ბ ლიგის სატურნირო ცხრილში გორის დილასთან ერთად მეორე-მესამე ადგილს იყოფს. 
უკან დაბრუნება