ცუდი სერია დასრულდა.ვიტ ჯორჯიამ ტორპედო დაამარცხა

01 ივნისი 2019
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 3:0 
თბილისი.მიხეილ მესხი 2
1:0 მოსიაშვილი (45) 2:0 ზარიძე (78) 3:0 მუსელიანი (82) 

ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი, საჯაია, სეხნიაშვილი, ჩაკვეტაძე, ლაცაბიძე, კაკაშვილი, ვასაძე, მუსელიანი (89.ღირდალაძე), მოსიაშვილი (87.კურდღელაშვილი), გაფრინდაშვილი, მუჯირი (75.ზარიძე). 
სათადარიგო შემადგენლობა: ქავთარაძე, გულხადარაშვილი.
ტორპედო:ქვილითაია, ხურცილავა (71.ტაბატაძე),კობახიძე, აზაცკი, ქიმაძე, ცინცაძე (46.წიქარიძე), გიგაური, დოლიძე (74.შარვაშიძე), ჩაჩუა, ქავთარაძე, ზივზივაძე. 
სათადარიგო შემადგენლობა: ასათიანი, ნებიერიძე, ჭიჭინაძე, მუკბანიანი. 


ხანგრძლივი წარუმატებელი სერია შეწყდა. Crystalbet ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში თბილისის ვიტ ჯორჯიამ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. 
მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. პირველ ნახევარში ქუთაისელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ, მაგრამ კახა ჩხეტიანის გუნდს მომენტების შექმნა უჭირდა. „ვეტერინარები" კი, კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშის აწყობას და პირველი სახიფათო მომენტიც სწორედ მათ შექმნეს. ზურაბ მუსელიანის პასის შემდეგ, დავით მუჯირი დარჩა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ როინ კვასხვაძე ადგილზეა. შეხვედრაში ანგარიში 46-ე წუთზე გაიხსნა.  ქუთაისელებმა მოედნის ცენტრში ბურთი დაკარგეს, რომელიც ცოტნე მოსიაშვილს მიუვიდა და „ვეტერინართა" ნახევარმცველმაც აუღებელი დაურტყა წინ გამოსულ მაქსიმე ქვილითაიას. 
მეორე ნახევარში ვიტ ჯორჯია კვლავ, უფრო აქტიურად გამოიყურებოდა და ზურაბ მუსელიანმა და ირაკლი ზარიძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.-3:0 ვიტ ჯორჯიას სასარგებლოდ. 

უკან დაბრუნება