ზურაბ მუსელიანი: ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები

06 ივნისი 2019
ჩვენი გუნდის შემტევმა ზურაბ მუსელიანმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა.
„ჯვაროსნები" მონტენეგროსთან უგოლო ფრეს დასჯერდნენ - 0:0. ზურამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. 
მატჩის შემდეგ, მან ჩვენთან ისაუბრა და განვლილი მატჩი შეაფასა. 
მნიშვნელობა არ აქვს მატჩი ამხანაგურია,თუ ოფიციალური.გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია. ვეცადე მწვრთნელის დავალება  სრულფასოვნად შემესრულებინა და თავი კარგად წარმომეჩინა. როდესაც შემტევი ხარ,  თამაშით მხოლოდ მაშინ ხარ კმაყოფილი, როდესაც შეხვედრას გოლით ამთავრებ. 
მე თავი არ დამიზოგავს. ჩემი ქვეყნისთვის ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯები, როდესაც ამის შესაძლებლობა მომეცემა. 
უკან დაბრუნება