U19. ვიტ ჯორჯია უშუალო კონკურენტთან დამარცხდა

13 ივნისი 2019
თბილისის ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა ბ ჯგუფში მეორე მარცხი იწვნია. გოჩა ერაძის გუნდი გორში ადგილობრივ გორის დილას დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. მატჩი გორელმა ფეხბურთელებმა ტაქტიკურად კარგად წარმართეს და ორი სწრაფი შეტევის ხარჯზე გამარჯვებაც მოიპოვეს. გეტყვით იმასაც, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი  ფრედ 1:1 დასრულდა. 
14 ტურის შემდეგ, ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდს 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში  გორის დილასთან ერთად, მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. 
უკან დაბრუნება