ვიტ ჯორჯია 2-ის დამაჯერებელი გამარჯვება

18 ივნისი 2019
საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას მეორე გუნდმა, ვიტ ჯორჯია 2-მა, რომელიც რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ ზედა ჯგუფში  ასპარეზობს, გუშინ მეორე მატჩი გამართა და საფეხბურთო კლუბი კოლხი ძალიან დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა. 
ვიტ ჯორჯიამ თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო და მატჩის სტარტზევე შეძლო დაწინაურება.  შეხვედრის მესამე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ყველას გიორგი გულხადარაშვილმა დაასწრო და  ზუსტი თავური დარტყმით თავისი გუნდი დააწინაურა. გოჩა ერაძის ფეხბურთელებს პირველ ტაიმში კიდევ ჰქონდათ გატანის რამდენიმე შანსი, მაგრამ „ვეტერინარებს"  გადამწყვეტ მომენტში ხან სიზუსტე არ ჰყოფნიდათ, ხანაც მოწინააღმდეგის მეკარე იყო დამაჯერებელი. 
მეორე ტაიმში კი, ვიტ ჯორჯიელებმა უპირატესობა სამ გოლში გარდასახეს.
საბოლოოდ, 4:0  და ვიტ ჯორჯია 2 4 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი  24 ივნისს გურჯანში ადგილობრივი ალაზანის წინააღმდეგ გამართავს. 
უკან დაბრუნება