ვიტ ჯორჯიას ასაკობრივი გუნდი გოთია ქაფის ტურნირზე მონაწილეობს

17 ივლისი 2019
შვედეთის  ქალაქ გეტებორგში უკვე მესამე ათეულ წელზე მეტია იმართება მსოფლიოში უდიდესი ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი „გოთია ქაფი“, რომელშიც მეჩვიდმეტე წელია ქართული კლუბებიდან უცვლელად მონაწილეობს საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას ასაკობრივი გუნდები, რომელთაც არაერთ წარმატებას მიაღწიეს.

აღნიშნულ ტურნირში წელს ვიტ ჯორჯია წარმოდგენილია U-17 ასაკობრივი გუნდით ზაზა დიდებაშვილის ხელმძღვანელობით.

ტურნირის ოფიციალურ გახსნამდე, რომელიც შედგა 15 ივლისს, ჩვენმა გუნდმა სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

13 ივლისს გაიმართა ამხანაგური შეხვედრები მაროკოს სენტ-მარიტიოსთან და იორდანიის
ინტერქაფ ემექსთან.
 
 
მაროკოს სენტ-მარიტიოსსა და ვიტ ჯორჯიას შორის მატჩი დასრულდა ფრედ 1:1.

შემადგენლობა: გიორგაძე, შენგელაია, ჩოხელი, ღირდალაძე, კიკნაძე, ჩიხლაძე, ბექაური, ლორთქიფანიძე, კარანაძე, რუხაძე, გუზიტაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: მორგოშია, ჭუნაშვილი, მალაციძე, მჭედლიშვილი, სიმონიშვილი, ჯანელიძე, ტეფნაძე

გოლის ავტორი: ზურაბ რუხაძე

შეხვედრა იორდანიის ინტერქაფ ემექსთან  დასრულდა ჩვენი გუნდის გამარჯვებით  3:1.

შემადგენლობა: გიორგაძე,ჭუნაშვილი, ჩოხელი, შენგელაია, მალაციძე, ტეფნაძე, ჯანელიძე, მორგოშია, ჩიხლაძე, მჭედლიშვილი, სიმონიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: კიკნაძე, კარანაძე, ბექაური, გუზიტაშვილი, რუხაძე,ლორთქიფანიძე

გოლების ავტორები: ზურაბ რუხაძე, ნიკა მალაციძე, კოტე ლორთქიფანიძე

14 ივლისს შედგა მორიგი ამხანაგური მატჩი ვიტ ჯორჯიასა და მეხიკოს პუმას შორის. შეხვედრა დამთავრდა ფრედ 2:2.
 
შემადგენლობა: გიორგაძე, ჭუნაშვილი, ღირდალაძე, შენგელაია, მალაციძე, ჩხეიძე, რუხაძე, მორგოშია, ჯანელიძე, გუზიტაშვილი, ჩიხლაძე
 
შეცვლაზე შევიდნენ: კიკნაძე, ბექაური, კარანაძე, ლორთქიფანიძე
 
გოლების ავტორები: გიორგი ჩიხლაძე, ტატო მორგოშია


უკან დაბრუნება