17-წლამდელები DANA CUP-ის 1/8 ფინალში

25 ივლისი 2019
ჩვენმა 17-წლამდე გუნდმა, რომელიც დანიში ადგილობრივ ტურნირზე, DANA CUP-ზე მონაწილეობს ჯგუფი პირველ ადგილას გოლგაუშვებლად დაასრულა და 1/16 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, თამაში დღეს საქართველოს დროით 10:30 საათზე, გაიმართა FC MOI IL-ის წინააღმდეგ, მატჩი საკმაოდ დაძაბული, რთული, და სანახაობრივი გამოვიდა, მიუხედავად ჩვენი დიდი უპირატესობისა და მეტოქის კარში ბევრი დარტყმისა, მეკარე უშეცდომო იყო, საბოლოოდ 0:0 და პენლების სერია, სადაც ჩვენი გუნდის მეკარემ ნიკა გიორგაძემ 3 პენალტი მოიგერია და გუნდის 1/8 ფინალში გასვლის, უდიდესი წვლილი შეიტანა, 1/8-ფინალურ მატჩს ჩვენი გუნდი დღეს საქართველოს დროით 17:40 საათზე, გამართავს.


ვიტ ჯორჯია 0:0 (5:4) მოი ილ (ნორვეგია)


გოლების ავტორები: ბექაური, კიკნაძე, ჩიხლაძე, გუზიტაშვილი, ლორთქიფანიძე.


სასტარტო შემადგენლობა:

გიორგაძე, შენგელაია, ჩოხელი, ღირდალაძე, კიკნაძე, ბექაური, ლორთქიფანიძე, რუხაძე, კარანაძე, გუზიტაშვილი, ჩიხლაძე.


სათადარიგო შემადგენლობა:

ჭუნაშვილი, სიმონიშვილი, მორგოშია, ტეფნაძე, მალაციძე, მჭედლიშვილი, ჯანელიძე.





უკან დაბრუნება