17-წლამდელები DANA CUP-ს გამოეთიშნენ

25 ივლისი 2019
დღეს ჩვენი კლუბის 17-წლამდე გუნდმა, რომელსაც ზაზა დიდებაშვილი ხელმძღვანელობს 1/8 ფინალურ მატჩში FC UTSIKTEN-ს გაეჯიბრნენ. მატჩი ძალიან დაძაბული, ხისტი, გამოდგა და მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს ქონდა გატანის შანსი, ძირითადი დრო 0:0 დამთავრდა. სამწუხაროდ საბოლოოდ ჩვენი გუნდი პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:3 დამარცხდა და მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა. "ვეტერინარები" საქართველოში 29-ში დაბრუნდებიან და 10 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით შეკრებას, ბათუმში გაივლიან. 30 აგვისტოს კი ჭაბუქთა ლიგის 5-ე ტურის მატჩს, ვიტ ჯორჯია მცხეთაში, საფეხბურთო კლუბ შევარდენის წინააღმდეგ გამართავს.

"ვეტერინარებმა" დანიაში 5 მატჩი გამართეს საიდანაც 4-ში გამარჯვების მოპოვება შეძლეს. გატანილი და გაშვებული გოლები კი ესე გამოიყურება, 13/7.


უტსიკტენი u17 (შვედეთი) 0:0 ვიტ ჯორჯია u17 (4:3)


სასტარტო შემადგენლობა:
გიორგაძე, ჩოხელი, ღირდალაძე, შენგელაია, მალაციძე, ბექაური, რუხაძე, ლორთქიფანიძე,  კარანაძე, ჩიხლაძე,  გუზიტაშვილი.


სათადარიგო შემადგენლობა:
კიკნაძე, სიმონიშვილი, ჭუნაშვილი, ტეფნაძე, ჯანელიძე.
უკან დაბრუნება