სპარინგ მატჩი: გორის "დილა" 2:1 ვიტ ჯორჯია

28 ივლისი 2019
გუშინ ჩვენი კლუბი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს ესტუმრა, სადაც სპარინგ მატჩი გამართა გორის დილას წინააღმდეგ, შეხვედრის პირველი ნახევარი დაძაბულობით აღსავსე იყო, სადაც თავი ზურაბ მუსელიანმა გამოიჩინა და თავისი გუნდი დააწინაურა 0:1. შეხვედრის მეორე ნახევარში კი მცველების უყურადღებობით, ნუგზარ სპანდერაშვილმა ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა, 1:1. მატჩის მიწურულს კი, გორის დილას ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ფილიპე პაიმმა საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა.

გორის "დილა" 2-1 ვიტ ჯორჯია

გატანილი გოლის ავტორები გორის დილადან: ნუგზარ სპანდერაშვილი, ფილიპე პაიმი.

გატანილი გოლის ავტორი ვიტ ჯორჯიიდან: ზურაბ მუსელიანი.
უკან დაბრუნება