17-წლამდელები: ინტერვიუ ნიკა მალაციძესთან

31 ივლისი 2019
ჩვენი გვერდი, ვიტ ჯორჯიას 17-წლამდე გუნდის წევრ ნიკა მალაციძეს დაუკავშირდა და ინტერვიუზე დაითანხმა.

 ნიკა, რამდენი წლისამ დაიწყე ფეხბურთის თამაში?

   _ფეხბურთზე საკმაოდ ადრეულ 6 წლის ასაკში შევედი.

 რომელ გუნდში?

  _ჩემი პირველი გუნდი გახლავთ მთვარის გლობუსი, სადაც 8 წელი გავატარე, მოგეხსენებათ ვიტ ჯორჯიაში 14 წლის ასაკში გადმოვედი.
 
 რა მოგცა ვიტ ჯორჯიამ?

 _ვიტ ჯორჯია, საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული კლუბია, რაც შეეხება კითხვას ვიტ ჯორჯიაში გატარებულმა წლებმა ჩემზე დადებითად იმოქმედა, ძალიან შეკრული გუნდია, კარგი მწვრთნელით.

 შენი ოცნება?

_ჩემი მიზანი და ოცნება ჯერ რათქმაუნდა ეროვნულ ლიგაში ვიტ ჯორჯიასთან ერთად თამაშია და შემდეგ რომელიმე ევროპულ გუნდში გადასვლა, ასევე რათქმაუნდა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ნაკრებში თამაში.

 როგორ შეაფასებდი სკანდინავიურ ქვეყნებს და მთლიანად შეკრებას?

_დანია, შვედეთი, ფეხბურთის მხრივ ძალიან განვითარებული ქვეყნებია, რაც მათ ნაკრებებზეც აისახა, რაც შეეხება შეკრება ძალიან ნაყოფიერი გამოდგა.

 რა ეტაპზეა გუნდი?

 _გუნდი, 7 აგვისტოს შეიკრიბება და შემდეგ შეკრებას ბათუმში გაივლის, რის შემდეგაც ჭაბუქთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება.

 ბოლოს, როგორ შეაფასებდი ჭაბუქთა ლიგას?

 _ჭაბუქთა ლიგაში, მოგეხსენებათ საქართველოს საუკეთესო აკადემიები მონაწილეობენ, რაც თამაშებზეც აისახება და თითოეული მატჩი დაძაბულობით გამოირჩევა.
უკან დაბრუნება