ზურაბ სეხნიაშვილი:"ბოლო პერიოდში ვიტ ჯორჯიას ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ფსიქოლოგიურად დიდი გავლენა იქონია ჩვენზე"

01 აგვისტო 2019
საფეხბურთო კლუბი თბილისის ვიტ ჯორჯია, შაბათს 17:30 საათზე, 3 აგვისტოს, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონს ესტუმრება, სადაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩს, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის ტრანსლირებას უზრუნველყოფს ტელეკომპანია o2.

ზურაბ სეხნიაშვილი: ვიტ ჯორჯიას კაპიტანმა ზურაბ სეხნიაშვილმა მომდევნო მატჩზე და მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრა

"ვთვლი, მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გავიარეთ, დაგვემატა რამოდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, რომლებსაც შეულიათ ჩვენი შემადგენლობის გაძლიერება და თამაშში გარდატეხის შეტანა. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელ ეტაპში ყველა მატჩში მარცხი ვიწვნიეთ, ვფიქრობ ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან სამივე მატჩი განსხვავებული შემადგენლობით ჩავატარეთ. რაც შეეხება გუნდს, ბოლო პერიოდში ვიტ ჯორჯიას ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, ფსიქოლოგიურად დიდი გავლენა იქონია ჩვენზე, მიუხედავად ამისა ოპტიმალური შემადგენლობით ვემზადებით სიონთან დაპირისპირებას. ჩვენი მოწინააღმდეგე, საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ვფიქრობ საინტერესო მატჩი გამოვა".
უკან დაბრუნება